13:10 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 16:41:18, 727 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე – „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით

ჩვეულებრივი „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება 2014 წლიდან შეცვლილ დინამიკაზე, მორიგი ტყუილია.

‘’თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა იყო სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში ათიათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა და შემცირდა მოსახლეობა დიდი ოდენობით და იწყება 2014 წლიდან დინამიკის ცვლილება და 2014 წლიდან მოყოლებული არ გვაქვს ვარდნა მოსახლეობის რაოდენობაში, აქაც თქვა მარტივი ტყუილი მიხეილ სააკაშვილმა ნუ ჩვეულებრივი პინოქიო ან ბურატინო უფრო მოუხდება იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზეც და აღნიშნა, რომ ექს–პრეზიდენტისთვის მიცემული სასჯელი სავალდებულოა. 

„მიხეილ სააკაშვილი მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც მას ეკუთვნის 6 წელი აქვს მას შეფარდებული, სხვა საქმეებზე არ ვიცით რა მოხდება შეიძლება უფრო დაუმძიმდეს მაგრამ 6 წელი რაც არის შეფარდებული კანონის შესაბამისად იმის მოხდა არის აუცილებელი, იმისათვის მათ შრის, რომ არ გაჩნდეს ქვეყანაში დაუსჯელობის განსცდა იმისათვის, რომ მომავალში პერსპექტივაში არავის არ გაუჩნდეს იმის განცდა მაგალითად შეიძლება საკუთარი შვილისთვის გადარიცხოს 50 ათასი ლარი სწავლის საფასური და არ დაისჯება ან ვიღაც აწამოს და არ დაისჯება, ვიღაც გააუპატიუროს და არ დაისჯება ან ბიუჯეტიდან მოიპაროს არ დაისჯება, ტერიტორიები ჩააბაროს და არ დაისჯება, მედია მიიტაცოს არ დაისჯება იმისათვის, რომ პრევენცია იყოს უზრუნველყოფილი მომავალში ასეთი დანაშაულების ჩადენის სურვილი, რომ აღარავის გაუჩნდეს სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს სასჯელი", – აღნიშნა კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
ხალხის ტოტალური კონტროლისთვის არ იქნება აუცილებელი მოქალაქის მიმართვა, რეჟიმი თავად მოძებნის კრიტიკოსებს
დეკანოიძე - საკვებ პროდუქტებზე ფასები დაავიწყდათ, სამაგიეროდ, მდინარაძის ფუნქციისთვის კიდევ უფრო მეტი ჩვენი ფული დაიხარჯება
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics