23:03 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 16:37:47, 979 ნახვა

რეგიონი
„Wineland-ღვინის მხარეში“, კონფერენცია „ადგილობრივი განვითარების აქტორები - თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართა

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და ქედის მერიის ორგანიზებით, სოფელ ვაიოში განლაგებულ კომპლექსში, „Wineland-ღვინის მხარეში“, კონფერენცია „ადგილობრივი განვითარების აქტორები - თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართა. ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია პროექტის - „ჩართულობა და სასოფლო თემის მდგრადი განვითარება“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ხორციელდება ფონდ „პური მსოფლიოსათვის“ მხარდაჭერით.

"შეხვედრის პროცესში, მოხსენებით პროექტის „ჩართულობა და თემის მდგრადი განვითარება“ კოორდინატორმა - მერაბ ცინდელიანი, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერები: როლანდ ბერიძე, ომარ ტაკიძე და ვახტანგ ბერიძე წარსდგნენ.

პროექტის რეგიონალური კოორდინატორმა - ასლან ჭანიძემ და DVV საქართველო, ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრების საქართველოში, პროექტების კოორდინატორმა - დათო ჯიქიამ პროექტის - „ჩართულობა და სასოფლო თემის მდგრადი განვითარება“ მიმდინარე საქმიანობისა და DVV საქართველო, განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა ქედის მუნიციპალიტეტში, აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია წარადგინეს.

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, განვითარების ტალღა, სოციალური პროექტები ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ქედის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებითი მონაწილეობა საგრანტო და ადგილობრივ პროექტებში - ეს ის ძირითადი თემებია, რაზეც თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროგრამების კოორდინატორმა ქეთევან ადეიშვილმა და პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ დირექტორმა რამაზ თურმანიძემ და აჭარის წყალი ჯორჯიას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა - ნინო დიასამიძემ და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ დეტალურად ისაუბრეს.

კონფერენციის დასასრულს, სამივე მუნიციპალიტეტის მერებმა თემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს", – ვკითხულობთ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics