13:53 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 16:16:36, 869 ნახვა

საზოგადოება
ღვინის მწარმოებლები – სახელმწიფოს თანადგომა ლოჯისტიკურ საკითხებში მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ყველაფერს შევძლებთ

ქართული ღვინის მარნების მფლობელებს ჯერ უჭირთ, ლოჯისტიკის გამართვა, თუმცა შორს არაა დრო, როცა ლოჯისტიკას, ჩვენი ძალებით მოვაწესრიგებთ და სახელმწიფოს ჩართულობა საჭირო არ გახდება. - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ნატურალური ღვინოების წარმოების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა მღვდლიაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე მცირე მარნები და ღვინის საწარმოები, რომლებმაც ბიზნესი ახლახანს დაიწყეს, არ არიან მზად, ლოგისტიკური პრობლემების მოსაგვარებლად და ამ საქმეში, სახელმწიფოს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობა მნიშვნელოვანია.

"არ ვარ მომხრე სახელმწიფოზე ვიყოთ ჩამოკიდებული და ვითხოვდეთ სახელმწიფომ უფასოდ რამე გაგვიკეთოს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბევრ ღვინის მარანს, ან იმ საწაროებს ვინც ღვინის წაროება ცოტახნის წინ დაიწყეს, ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარება უჭირთ, ამიტომ ასეთ დროს სახელმწიფოს თანადგომა მნიშვნელოვანია. ლოჯისტიკური საკითხები, ტრანსპორტირება, სინჯების აღება და ასე შემდეგ, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რასაც მცირე წარმოებები ვერ გაუძლებენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ევროპის და ამერიკის კონტინენტზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია იზრდება და ლოგიტიკური პრობლემების გადაწყეტამდეც დამოუკიდებლად მივალთ" - აღნიშნა ზურა მღვდლიაშვილმა.

"ბაიას ღვინოს" მწარმოებელი ბაია აბულაძე "ექპსრესნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ Raw wine Berlin -ს მსგავს გამოფენებში თავისი კომპანიის მონაწილეობა მნიშვნელოვანია და აუცილებელი. მწარმოებლის თქმით, მსგავსი გამოფენები არაა, მასიური გაყიდვისთვის, მაგრამ გადამწყვეტი როლი შეაქვს პრესტიჟულ რესტორნებში და სასტუმროებში ღვინის შეტანის კუთხით.

"ღვინის სააგენტოს ჩართულობა ლოჯისტიკის საკითხებში მნიშვნელოვანია, ასეთი ტიპის გამოფენების დროს, ხდება ქვეყნის და ღვინის პოპულარიზაცია. Raw wine Berlin არაა განკუთვნილი მასიური გაყიდვისთვის, საკმარისია მწარმოებელმა ჩაიტანოს ორი სამი ბოთლი ღვინო, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული სომელიეები აგემოვნებენ და შესაბამის რეკომენდაციებს გაცემენ. ჩვენ წელს სტენდზე წარმოვადგინეთ 12 ბოთლი ღვინო. უკვე მოლაპარაკებები გვაქვს ბერლინის რამდენიმე რესტორანთან ღვინის შეტანის საკითხზე. - აცხადებს ბაია აბულაძე. 

მწარმოებელი ამბობს, რომ ლოჯისტიკური საკითხები მცირე წაროებისთვის ძვირი ხარჯია, თუმცა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ზრდის შედეგად, მწარმოებლები ასეთ მნიშვნელოვან გამოფებენზე ღვინის წარდგენას თავადაც შეძლებენ.

ფოტო - "ბაიას ღვინო" Raw wine Berlin - 2021 გამოფენაზე





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics