|
2021-11-30 15:55:21, 660 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო „RAW WINE“ - ის ფესტივალთან დაკავშირებულ საკითხზე განცხადებას ავრცელებს
ღვინის ეროვნული სააგენტო „RAW WINE“ - ის ფესტივალთან დაკავშირებულ საკითხზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რატომ ვერ მოხერხდა ფესტივალზე ქართული მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის გატანა. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოდან ტვირთი, სულ 144 ბოთლი ღვინო შესაბამისი დოკუმენტაციით გერმანიაში 24 ნოემბერს ჩავიდა, თუმცა ტვირთი დეტალური ინსპექტირებისთვის წითელ ზონაში გადაიტანეს. უწყების განმარტებით, ტვირთის ინსპექტირება უქმე დღეების გამო შეფერხდა, რის შესახებაც გამოფენის მონაწილეები ინფორმირებულები იყვნენ. სააგენტო აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული კომენტარები და შეფასებები მიმართულია "ღვინის ეროვნული სააგენტოს" საქმიანობის დისკრედიტაციისკენ, რასაც, სამწუხაროდ, პოლიტიკური ვნებათაღელვა უდევს საფუძვლად. "საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნული სააგენტო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალთან „RAW WINE” დაკავშირებულ საკითხზე. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მასშტაბური ღონისძიებების ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიებსა და მცირე მარნებს მრავალია წელია მხარს უჭერს და არაერთი მიმართულებით ეხმარება, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებსა და დეგისტაციებში და შეძლონ მათ მიერ წარმოებული ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაცია. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ნატურალური ღვინის მწარმოებლების თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილება მიიღო, ჩართულიყო ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალის „RAW WINE” რამდენიმე საორგანიზაციო საკითხში, რაც გულისხმობდა მათი მონაწილეობის თანადაფინანსებასა და ღვინის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას. მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 11 მცირე მარნის მიერ წარმოებული 144 ბოთლი ღვინო, შესაბამისი დოკუმენტაციით, ჩააბარა გადამზიდ კომპანიას. პანდემიით შექმნილ ვითარებაში, საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, ზემოხსენებული ტვირთის საჰაერო საერთაშორისო გადაზიდვა განხორციელდა 2021 წლის 21 ნოემბერს, გრაფიკის შესაბამისად, ქოინის (Сoyne Airways) ავიახაზებით. გერმანიაში ტვირთი 24 ნოემბერს ჩავიდა; 26 ნოემბერს შემოწმდა ტვირთის ყველა საჭირო სერტიფიკატი და დადასტურდა, რომ დოკუმენტაცია წესების სრული დაცვით იყო მომზადებული, თუმცა, გერმანულმა მხარემ, დამატებით, საჭიროდ ჩათვალა ტვირთის შემოწმება, რადგან აღნიშნული ღვინოები განკუთვნილი იყო, ე.წ, ნატურალური ღვინის ღონისძიებისთვის. ტვირთი დეტალური ინსპექტირებისთვის, გადატანილ იქნა წითელ ზონაში. ინსპექტირება შეფერხდა უქმე დღეების გამო; გამოფენის მონაწილე თითოეულ მწარმოებელს მყისიერად მიეწოდა ინფორმაცია შეფერხებული საბაჟო პროცედურების თაობაზე. სააგენტოს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ტვირთი ჯერ კიდევ დაყოვნებულია ფრანკფურტის საბაჟო ტერმინალში. დამატებით განვმარტავთ, რომ გართულებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო, მსოფლიო მასშტაბით გამკაცრებულია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების რეგულაციები. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ, შექმნილი ვითრების მიუხედავად, მსგავსი ტექნიკური შეფერხების ფაქტი პირველად დაფიქსირდა, იმის გათვალისწინებით, რომ, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებსა და ღონისძიებებზე 5600 ბოთლამდე სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნა უზრუნველყო. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და მცირე მარნების მაქსიმალური ხელშეწყობა ფინანსური თუ საორგანიზაციო კუთხით. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული კომენტარები და შეფასებები მიმართულია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციისკენ, რასაც, სამწუხაროდ, საფუძვლად უდევს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვნებათაღელვა." - ნათქვამია განცხადებაში.
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)