2021-11-30 14:35:22, 541 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მერვე მიკრორაიონში სპორტული მოედანი ეწყობა
თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.
უწყების ცნობით, ამჯერად, სრულიად ახალი სპორტული მოედანი მერვე მიკრორაიონში, N15-17 კორპუსების მიმდებარედ, ახალ N102 ბაგა-ბაღთან, დაახლოებით, 400 კვ. მეტრ ფართობზე ეწყობა. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „პე-ბე“ ახორციელებს, 93 475 ლარი არის გათვალისწინებული.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),