00:19 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 14:15:42, 330 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია რეგლამენტის თანახმად, თებერვლის პირველ სამშაბათს, 3 თებერვალს, ბიუროს სხდომით გაიხსნა.
ბიუროს წევრები, სავარაუდოდ, ოცდახუთ კანონპროექტს, მათ შორის, პირველი მოსმენით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.
პროექტის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელს უფლება ექნება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გამოკვლევის მიზნით წარუდგინოს აღნიშნული სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობაში მყოფი სამინისტროს სისტემის ის მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა.
ასევე, პირველი მოსმენით განიხილავენ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს უფლებამოსილება ექნება, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, კერძოდ, პერიოდულად ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის თაობაზე გონივრული ეჭვის არსებობისას, მოსთხოვოს თავისუფლებაშეზღუდულ პირს 5 სამუშაო დღეში სათანადო შემოწმება გაიაროს და შესაბამისი დასკვნა წარმოადგინოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ნივთიერების გამოყენება ხდება ექიმის დანიშნულებით სამკურნალო მიზნებისათვის.
ცვლილება შედის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონპროექტში, რომლითაც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემადგენელი სფეროები - სახელმწიფო თავდაცვა, საგარეო, სოციალურ-ეკონომიკური, ენერგეტიკული, ინფორმაციული უსაფრთხოება და მართლწესრიგი, მისი დაგეგმვის პროცესი და უფლებამოსილი უწყებების ფუნქციები განისაზღვრება.
ადმინისტრაციული სახდელისგან და საურავისგან იმ პირთა გათავისუფლება ხდება, რომლებმაც 2014 წლის 10 დეკემბრამდე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. აღნიშნული ცვლილება „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტში შედის.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, ამ კანონის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. კანონიდან ამოდის მუხლი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ვაუჩერულ დაფინანსებას ითვალისწინებს, ამასთან სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსება გავრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, პირადობის ნეიტრალური დოკუმენტის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და მოქალაქეობის არმქონე პირზე.
ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებენ, აგრეთვე, „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ და „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომები მიმდინარე კვირას გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics