|
2021-11-30 11:34:39, 1012 ნახვა
საზოგადოება
ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალი ვალდებულებები 1–ლი დეკემბრიდან ამოქმედდება
გათბობა-გაგრილების კომპანია „ცელსიუსი“, რომელიც იტალიური ბრენდ „არისტონის“ ოფიციალური წარმომადგენელია, სრულ მზადყოფნაში ხვდება ახალ რეგულაციებს. რეგლამენტი, რომელიც იმპორტიორებს და მწარმოებლებს მოწყობილობების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად დაპროექტებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ავალდებულებს 1 დეკემბრიდან შევა ძალაში. რეგლამენტის მიხედვით, ბაზარზე მომავალში მხოლოდ ის პროდუქცია გაიყიდება, რომლებიც ევროპული სტანდარტების მიხედვით იქნება წარმოებული და შესაბამისი სერთიფიკატიც ექნება. კერძოდ, მოწყობილობებს სხვა ძირითად პარამეტრებთან ერთად, უნდა გააჩნდეთ, ინვერტორული საცირკულაციო წყლის ტუმბო და საკონდენსაციო წვის კამერა. ქვეყანაში ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტი 1 დეკემბრიდან ახალი რეგულაციების შესაბამისად უნდა განხორციელდეს. იმპორტიორებს საშუალება ექნებათ 1წლის ვადაში, უკვე შემოტანილი პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ, რომელიც ამ ახალ სტანდარტებს ვერ ამაყოფილებს. „ცელსიუსი“ ერთი წლის კომპანიაა, რომელიც გათბობა-გაგრილების სისტემებში ევროპული წამყვანი ბრენდების პროდუქციას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა და მიესალმება ქართული ბაზრის სწრაფვას ევროპული სტანდარტებსკენ. ცელსიუსში არისტონის ბრენდის პროდუქციას გააჩნია შესაბამისი სერთიფიკატები და ინსტრუქცია (ქართულ ენაზე) . ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით „ცელსიუსი“ წარმოდგენილია 7 მაღაზიით: თბილისი (3 მაღაზია), ზუგდიდი, თელავი, ქუთაისი და ბათუმი. მოცემული ქალაქების გარდა, ცელსიუსის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში. კომპანია აერთიანებს საცალო მაღაზიათა ქსელს, კორპორატიული და ასევე საბითუმო მიმართულებას, როგორიცაა დიდი სამშენებლო ჰიპერმარკეტები და რეალიზატორები. ამასთან, ხელმისაწვდომია „ონლაინ“ ვაჭრობა და ოფიციალური საგარანტიო სერვისი. celsiusi.ge შეიქმნა საცალო მომხმარებლებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მოიძიოს ინფორმაცია, გაიაროს კონსულტაცია ან/და მოახდინოს პროდუქციის შეძენა.
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)