14:14 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 20:29:53, 587 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის სასამართლოზე დასწრება იმიტომ უნდოდა, რომ გაეკეთებინათ ის, რაც დღეს იკადრეს

‘’მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე ფიზიკური დასწრება იმისთვის უნდოდა, რომ „გაეკეთებინათ ის რაც დღეს იკადრეს“.-ამის შესახებ, ‘’ქართული ოცნების’’ აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა

მისი თქმით, ‘’ნაციონალურმა მოძრაობამ’’ იკადრა მაგრამ ვერ განახორციელა.

„დღეს გამოჩნდა რისთვის სჭირდებოდათ მათ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა. სჭირდებოდათ იმისათვის, რა სცენარიც დღეს დადგეს და რაც ვერ დადგეს და გააკეთეს იმისთვის, მით უფრო. მათ ეს იმისთვის კი არ სჭირდებოდათ, თითქოს სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება ერთმეოდა, მაშინ როდესაც კოვიდრეგულაციების გამო, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაძლებელია ის ჩაერთოს და ასე ერთვება ასეულობით მსჯავრდებული და ბრალდებული სასამართლო პროცესებში, მაგრამ ფიზიკურად იმიტომ სჭირდებოდათ სააკაშვილის მიყვანა, რომ გაეკეთებინათ ის, რაც დღეს იკადრეს, და უფრო მეტიც, რაც იკადრეს მაგრამ ვერ განახორციელეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics