14:03 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 13:17:25, 503 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის სხდომაზე „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატისა“ და „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის” პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო” პროექტი მოიწონეს

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატისა“ და „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის“ UNESCO-ს პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო“ სამდივნოში ნომინაციის განკარგულების პროექტი მოიწონეს.

საქართველოს მთავრობის სახელით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო UNESCO-ს სამდივნოში ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის“ და დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის“ ნომინაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას წარადგენს.

ბიოსფერული რეზერვატის დაარსებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეიქმნება პირველი სამოდელო რეგიონი, რომელიც უზრუნველყოფს კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დანერგვას.

ბიოსფერული რეზერვატის შექმნით, საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზრდება 233,857 ჰექტრით და მთლიანი ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 22 % იქნება.

საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორია მოემსახურება მწვანე ეკონომიკის განვითარებას, ხელს შეუწყობს კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვას, ტყეების მდგრად მართვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ინტეგრირებული მიდგომით.

ბიოსფერული რეზერვატის განვითარების პოტენციალის შესწავლა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, გერმანიის მთავრობის და ევროკავშირის მხარდაჭერით, მიხაილ ზუკოვის ფონდის და კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის (RecCaucasus) ხელშეწყობით განხორციელდა. პროცესში აქტირად იყვნენ ჩართულები თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics