15:16 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-28 12:42:11, 1043 ნახვა

პოლიტიკა
პირადად ავუხსნათ, რა ხდება ბათუმში - ოპოზიცია ელჩებთან და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს

ჩანაწერებში კარგად ჩანს და იდენტიფიცირებულია ის ადამიანები, ვინც ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ახორციელებდა, თუმცა აქამდე მათი დაკითხვა არ მომხდარა, -  ბათუმში ოპოზიციის ლიდერები, „ენმ-ს“ დეპუტატის გარდაცვალების საქმეზე, ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, ისინი დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებსა და მესამე სექტორს აუხსნან, რა დარღვევები ხდება ბათუმსა და ზოგადად აჭარაში.

"ჯერ კიდევ 5 ნოემბერს, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოს წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლის, მოსყიდვისა და შანტაჟის მცდელობები. ვთქვით რომ გვქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია, არანაირი გამოძიება არ დაიწყო. 24 ნოემბერს უკვე გავასაჯაროვეთ შესაბამისი მტკიცებულებები სადაც ნათლად ჩანს სისხლის სამართლის დანაშაული. ამ დრომდე გამოკითხვაზე მაგალითად მე ორჯერ ვიყავი და ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრია მხოლოდ დაბარებული.

ჩანაწერებში კარგად ჩანს და იდენტიფიცირებულია ის ადამიანები, ვინც ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ახორციელებდა. თუმცა აქამდე მათი დაკითხვა ჯერ კიდევ არ მომხდარა. გაუგონარ რამესთან გვაქვს ბათუმში საქმე. იმის ფონზე, როდესაც ტოტალურად გაყალბდა არჩევნების მეორე ტური ბათუმში და ჩვენ ამის შესაბამისი მტკიცებულებები გამოვაქვეყნეთ. როდესაც დაგვიანონსა პარტიის ხელმძღვანელმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა ზეწოლა პარტიის არჩეულ წევრებზე და ეს განახორციელეს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის შედეგია სწორედ ის, რომ დღეს ბატონი ნუგზარი ფუტკარაძე არ არის ჩვენთან ერთად.

იმის ფონზე, როდესაც ამ გამოძიებას ახლაც ხელმძღვანელობს მთავარი ბრადლებული ამ საქმეში, თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე, რომელიც ამ დრომდე ინარჩუნებს სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას, იმის ფონზე, როდესაც ხელის გადაგრეხვით, ათასი პოლიციელის დახმარებით, ვადაგასულმა საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტი, ჩვენ ვართ გამოუვალ მდგომარეობაში.მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ჯგუფი მომავალი კვირიდან, ჩავა აუცილებლად თბილისში და ვითხოვთ შეხვედრას ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან, რათა დოკუმენტალურად, პირადად ავუხსნათ, რა წარმოუდგენელი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარ საელჩოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მოახერხონ ჩვენთან შეხვედრა, რათა ფაქტებით ავუხსნათ რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა გიორგი კირთაძე.

შეგახსენებთ, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics