|
2021-11-28 11:55:00, 831 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში, სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ-ში“ ვაქცინაციის პროცესი ჩატარდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, ოსპტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და სოფლის ამბულატორიების პარალელურად, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია ორგანიზებულ დაწესებულებებშიც ტარდება. ვაქცინაცია გასვლითი ბრიგადის მეშვეობით სამკერვალო ფაბრიკა შპს ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ-ში ჩატარდა. პარალელურად გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა იმ დასაქმებულთათვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებენ ვაქცინის ჩატარებისგან. შეხვედრაზე საწარმოს თანამშრომლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უპირატესობების შესახებ აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე და აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბათუმის განყოფილების უფროსი, ნესტან შერვაშიძე ესაუბრნენ, ასევე უპასუხეს მათთვის საინტერესო შეკითხვებს. დღეისათვის აჭარაში ჩატარებულია 235 107 დოზა ვაქცინა, აცრილია სამიზნე კონტიგენტის 66.8%. ვაქცინა ჩატარებული აქვს 12-დან - 15 წლამდე 73, ხოლო 16-დან - 17 წლამდე 2 052 მოზარდს.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)