|
2021-11-28 11:14:32, 1145 ნახვა
საზოგადოება
ქვემო ქართლში, 13 კმ სიგრძის სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„საქართველოს მელიორაცია“, ქვემო ქართლში, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ხრამ არხის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, გაიწმინდება და მოწესრიგდება 13 კმ სიგრძის არხი; 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები; დამონტაჟდება საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები. პროექტის ღირებულება 2 277 800 ლარია. სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესება ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის საშუალებას მისცემს. „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ხრამ არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. „ქვემო ქართლში განსაკუთრებით მაღალია სარწყავ წყალზე მოთხოვნა. შესაბამისად, საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი და ეტაპობრივად ვახორციელებთ. ხრამ არხის რეაბილიტაციით, ჩვენ შევამცირებთ წყლის დანაკარგს, გავაუმჯობესებთ სარწყავი წყლის მიწოდებასა და მართვას, რასაც ადგილობრივი ფერმერების წარმატებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, სავარგულების სტაბილურად მორწყვისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა დავით წითლიძემ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)