|
2021-11-27 21:04:31, 834 ნახვა
საზოგადოება
ცერცვაძე - ნებისმიერი კოვიდგადატანილი მწვანე პასპორტის მფლობელი არ უნდა იყოს
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე არ ემხრობა, რომ "მწვანე პასპორტის" მფლობელი ნებისმიერი კოვიდგადატანილი პირი უნდა იყოს. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით ცერცვაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, "მწვანე პასპორტის" აუცილებელი პირობა, ვაქცინაციასა და PCR ტესტთან ერთად, ბოლო 6 თვეში გადატანილი კოვიდის სტატუსი უნდა იყოს. "ცალსახად ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მფლობელი მწვანე პასპორტის, რამეთუ ჩვენი და საერთაშორისო დაკვირვებით კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი რჩება ექვსი თვის მანძილზე, შეიძლება ვიღაცას რჩება მეტი ან ნაკლები ხნით, მაგრამ საშუალოდ ექვსი თვე უნდა მიეცეს მწვანე პასპორტი მათ, ვისაც ბოლო ექვს თვეში აქვს გადატანილი კოვიდი, მაგრამ მეორე მხარეც არის უკმაყოფილო. თუ ეს შემოიღეს, უკმაყოფილო დარჩებიან ისინი, ვინც გადაიტანეს კოვიდი და ვისაც უნდათ, რომ ჰქონდეთ გაფართოებული უფლებები, არ უნდათ რომ ჰქონდეთ შეზღუდული, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ბოდიშს ვიხდი იმ ადამიანების წინაშე, ვინც ოდესღაც გადაიტანა კოვიდი და პრეტენზია აქვს, რომ ჰქონდეს მწვანე პასპორტი. ეს იქნება თავის მოტყუება. ამიტომ ჩვენ ეს მწვანე პასპორტი თავის მოტყუებისთვის ხომ არ გვინდა, ჩვენ ეს იმისთვის გვინდა, რომ დავიცვათ ადამიანები, დავიცვათ ერთმანეთი და ყველაფერი იქითკენ არის მიმართული, რომ შევამციროთ მაღალი სიკვდილიანობა. მე ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ მწვანე პასპორტში კოვიდგადატანილის გრაფაში შევიდეს ბოლო ექვს თვეში კოვიდის გადატანა.,-თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)