|
2021-11-26 17:25:56, 884 ნახვა
საზოგადოება
26 ნოემბერს, იუნესკოს ეგიდით, საქართველოში ზეთისხილის მსოფლიო დღე აღინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს (IOC) ზეთისხილის მსოფლიო დღე მიულოცა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ზეთისხილის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. ზეთისხილის პლანტაციების გაშენება ქვეყნის ეკონომიკურ წახალისებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. „ზეთისხილი არის კულტურა, რომელსაც ქვეყანაში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს მეხილეობის დარგის განვითარებას. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, უკვე 15 000 ფართობზე მეტი ინტენსიური ბაღი გავაშენეთ, მათ შორის არის ზეთისხილის პლანტაციებიც. ვგეგმავთ, საქართველოში შევქმნათ ზეთისხილის სანერგე მეურნეობა იმისათვის, რომ ზეთისხილის პლანტაციების გაშენება დავაჩქაროთ და ადგილობრივად წარმოებული ზეთისხილის ნერგები გამოვიყენოთ. ამასთანავე, სახელმწიფო ლაბორატორიაში მოხდება უკვე წარმოებული პროდუქტის ხარისხის კონტროლი. სახელმწიფო მზად არის, თანადაფინანსებით ხელი შეუწყოს დამატებითი საწარმოების შექმნას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს; განიხილეს ფინანსური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და გარემო პირობებთან დაკავშირებული საკითხები. ზეთისხილის მსოფლიო დღე საქართველოში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიის და მრჩეველთა საბჭოს რიგით 57-ე სხდომის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, იუნესკოს ეგიდითა და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით ჩატარდა. საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)