|
2021-11-26 16:20:57, 1048 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. - ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე თქვა. მისი ინფორმაციით გადატრიალება 1-2 დეკემბერს არის დაგეგმილი. როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ოპერაციის დაგეგმვაში ოლიგარქ რინატ ახმეტოვის გარემოცვაა ჩართული. „შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ აგენტურული ინფორმაცია, არამედ ასევე ხმოვანი ინფორმაცია, სადაც ასე ვთქვათ, უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან განიხილავენ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაში რინატ ახმეტოვის მონაწილეობას, საუბრობენ, რომ მოხდება მილიარდი დოლარის მოზიდვა და ა. შ. ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ეს იქნება მისი დიდი შეცდომა, რადგან არ შეიძლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ ომი“. - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)