14:52 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 12:02:27, 632 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების პერსპექტიული ფორმები გამოავლინა

საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ადაპტირებული, სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების გამოვლენის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 3 წლიანი პროექტი „სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების შესწავლა და გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“ განახორციელა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდა ვერხვის პერსპექტიული ფორმების შესარჩევი ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირება, ვეგეტაციის პერიოდში ზრდა-განვითარების დედრომეტრული, მორფომეტრული მაჩვენებლების აღრიცხვა და გახარების პროცენტის დადგენა, საველე მასალების ანალიზი და პერსპექტიული ფორმების იდენტიფიცირება, შერჩეული პერსპექტიული კლონების ბიომასის, ენერგეტიკული და ნახშირბადის პოტენციალის განსაზღვრა.

მათივე ცნობით, კვლევები მცხეთაში, გორსა და ხაშურში საცდელ ფართობებზე, ინტროდუცირებულ, ახალ ჰიბრიდული ვერხვების სწრაფმზარდ 21 კლონზე მიმდინარეობდა. პერსპექტიული კლონები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა - ზრდის ტემპი, გახარების უნარი, ყინვაგამძრლეობა, გვალვაგამძლეობა და მავნებელ-დაავადებებისადმი შედარებითი მდგრადობა.

ამასთან, პროექტის ფარგლებში სპეციალისტები იტალიის „ბიოპოპლარის“ სწრაფმზარდი ხეების  კერძო კვლევით კომპანიას ესტუმრნენ, სადაც ბიომასის პროდუქტიულობის მეთოდებს გაეცნენ და ადგილობრივი კონსულტანტის დახმარებით, ექსპერიმენტული პლანტაციის გაშენების სქემა შეიმუშავეს.

ვერხვის სწრაფმზარდი ფორმებით გაშენებული პლანტაციების უპირატესობა დროის მოკლე პერიოდში სათბობ-ენერგეტიკული ნედლეულის მიღების შესაძლებლობა, დაბალპროდუქტიული მიწების ეფექტური ჩართვა სამეურნეო წარმოებაში, ტრადიციული მერქნული სათბობ-ენერგეტიკული ნედლეულის გამოთავისუფლება და მისი შეცვლა შედარებით იაფი თვითაღდგენითი ბიოსაწვავის რესურსით და ადგილობრივი სანედლეულო ბაზის შქმნის შესაძლებლობაა.

პროექტი „სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების შესწავლა და გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics