2021-11-26 12:03:05, 998 ნახვა
რეგიონი
ენპარდის წარმომადგენლები ქედის მერსა და შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის" დირექტორს შეხვდნენ
სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში პროექტის ფარგლებში, ენპარდის წარმომადგენლები დღეს, ქედის მერს როლანდ ბერიძესა და შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის" დირექტორს რაულ ცინცაძეს შეხვდნენ, - ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს
მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს მუნიციპალური პროექტების დაფინანსების გაცნობა წარმოადგენდა.
ამასთანავე, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე და დასახეს თანამშრომლობის გზები.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),