14:52 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 10:24:57, 794 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთის“ მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

„ლიბერთის“ მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით  „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის" წევრებთან  აქტუალურ საკითხებზე შეხვედრები გრძელდება.

ქუთაისის  60+ კლუბის წარმომადგენლებისთვის,  „ლიბერთის“  მიერ მოწყობილ ახალ სამზარეულო სივრცეში,  კულინარიული მასტერკლასი ჩაატარა ცნობილმა  შეფმა და რესტორატორმა  ქეთი ბაქრაძემ.

60+ კლუბის წევრებს, კოვიდ-19 პანდემიის დამარცხების პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა  ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა  მაია რუხაძე.

შეხვედრას შეუერთდნენ  გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიერქტორის მოადგილე პაატა იმნაძე  და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.  

უფროსი თაობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ლიბერთი არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივა „60+ კლუბები" , რომელიც   აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის" არის მუნიციპალური სერვისი,  წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი ასაკის ადამინებისთვის  სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

„ლიბერთის“ სტრატეგიისა და ღირებულებების ნაწილია სოციალური პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ზრუნვა, მათთან  მარტივი ურთიერთობა და ყველასთვის ხელმისაწვდომობა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics