14:52 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 23:08:29, 884 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ჩიქოვანს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება #ქველმოქმედება

გიორგი ჩიქოვანს  საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, იგი  გერმანიაში, ქ. ესსენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, განაგრძობს მკურნალობას, ბრაქითერაპიის კურსი პროტონოთერაპიით ჩანაცვლდა. ასევე, პარალელურად, გრძელდება ქიმიოთერაპიის კიდევ 4 კურსი. ორთვიანი მკურნალობის კურსის ღირებულება 90.000 ევროს შეადგენს. 

"მეგობრებო და გულშემატკივრებო, გიორგი სუპერგმირობის ახალ ეტაპზე გადავიდა..

საქართველოში ჩატარებული 5 ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ, როგორც იცით, გიოს გერმანიაში გამგზავრება იგეგმებოდა. თქვენი დახმარებით, ამჟამად გიორგი გერმანიაში, ქ. ესსენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, განაგრძობს მკურნალობას. გერმანული კლინიკის გადაწყვეტილებით, მკურნალობის გეგმა ოდნავ შეიცვალა და ბრაქითერაპიის კურსი პროტონოთერაპიით ჩანაცვლდა. ასევე, პარალელურად, გრძელდება ქიმიოთერაპიის კიდევ 4 კურსი.

ორთვიანი მკურნალობის კურსის ღირებულება 90.000 ევროს შეადგენს. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, კლინიკა გიორგის ოჯახს დათანხმდა, დასაწყისისთვის, 50% პროცენტის გადახდაზე. ეს თანხაც სრულად გულშემატკივრების დახმარებით შეგროვდა, რაც იმედს გვიტოვებს, რომ მეორე ნახევრის გადახდაც შესაძლებელი იქნება..

გიოს შემართება და განწყობა ისეთია, რომ შეუძლებელი არაფერია. ჩვენც დარწმუნებულები ვართ, რომ სუპერგმირი გიო სრულად დაძლევს და დაამარცხებს ამ ვერაგ დაავადებას.

მადლობა თქვენი მხარდაჭერის გაგრძელებისთვის." - წერიალ წერილში.

თუ საქართველოში იმყოფებით, ასევე შეგიძლიათ, თანხა გადარიცხოთ პირდაპირ ქვემოთ მითითებულ მშობლის ანგარიშზე, რადგან ფეისბუქიდან ჩარიცხული თანხის ~3% ჩამოიჭრება მომსახურებისთვის.

მიმღები: დავითი ჩიქოვანი პ.ნ: 45001005515

Bank of Georgia: #GE45BG0000000297693000

TBC Bank: #GE72TB7676145061100023

#https://paypal.me/davitichikovani?locale.x=en_US





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics