14:53 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 16:42:45, 786 ნახვა

საზოგადოება
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის ხელმძღვანელის, აქტიური მოქალაქის თამარ ბობოხიძის შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო.

ფილმის ჩვენებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი,თამარ ბობოხიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული გენდერული საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  მედიის  წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენების შედეგ მოეწყო დისკუსია.

2021 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს კოორდინაციით სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური თანამშრომლობით გაიმართება საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რომელიც ემსახურება საზოგადოების სხვადასხვა წრეების ინფორმირებას მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics