|
2021-11-23 15:07:25, 706 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზებს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან - იოსებ ჭელიძესთან და გიორგი ბუთხუზთან ერთად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველ და მესამე სამმართველოს ეწვია. ვახტანგ გომელაური სამმართველოს ტერიტორიაზე არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო წირვას დაესწრო და თანამშრომლებს გიორგობა მიულოცა. წირვის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, პირველ სამმართველოს ბაზაზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო და მიმდინარე საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მან მოადგილეებთან ერთად ბაზის ტერიტორიაზე არსებული სრული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მათ შორის სასადილოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე სამმართველოსაც ესტუმრა, სადაც ბაზის ტერიტორიაზე ახლად აშენებული თანამშრომლების საცხოვრებელი ყაზარმა დაათვალიერა, რომლის სარემონტო სამუშაოებიც უკვე დასრულებულია. ახლო მომავალში თანამშრომლები თანამედროვე სტანდარტით აშენებულ, საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილ შენობაში იცხოვრებენ. ვახტანგ გომელაურმა, ასევე, დაათვალიერა ბაზაზე არსებული სპორტული დარბაზი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებით და საშხაპეებით. შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების კვებითი უზრუნველყოფით დაინტერესდა, კვების რაციონს გაეცნო და თანამშრომლებთან ერთად ყაზარმის სასადილოში ისადილა. ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ხელმძღვანელ პირებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)