2021-11-21 17:41:50, 991 ნახვა
საზოგადოება
24 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
ამინდის პროგნოზის გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე საქართველოში გამოიდარებს და კვლავ მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ჰაერის ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
სინოპტიკოსთა ცნობით, თბილისში 24 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,