|
2021-11-21 14:23:47, 777 ნახვა
საზოგადოება
მეუფე სტეფანე - ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა
ახლა, რასაც ესენი აკეთებენ არის უბრალოდ საპროტესტო აქცია - ასე აფასებს ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე წაჩხურუს მონასტერში განვითარებულ მოვლენებს, სადაც განკვეთილი ბერები და მონაზვნები, წირვის აღსავლენად მისულ მეუფეს, შეძახილებით დახვდნენ. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით, თუ მათ რამის გამოხატვა უნდა ლოცვითა და სიყვარულით უნდა გამოხატონ. "გილოცავთ მთავარანგელოზობის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით სიკეთით, სიბრძნით სიმართლით. იმ ხალხსაც ვულოცავ და თქვენ თვითონ ხედავთ თითოეულ ნაბიჯზე ვლოცავ მათ, მართლა მთელი გულით ვულოცავ, მინდა რომ შინაგანი სიმშვიდე ჰპოვონ და უფლის გზა დაინახონ და მივიდნენ უფალთან. ახლა რასაც ესენი აკეთებენ არის უბრალოდ საპროტესტო აქცია. კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა. თუ მათ რამის გამოხატვა უნდა ლოცვით უნდა გამოხატონ, სიყვარულით გამოხატონ. მე არავის ვებრძვი, მე მინდა მათი სიკეთე, მე მინდა მათი ოჯახების სიკეთე, მინდა რომ ისინი ღვთის წინაშე ლოცვით დადგნენ და ლოცვა-კურთხევა მიეცეთ, რომ ნორმალურად იმსახურონ ეკლესიაში. არ მინდა მათი ცუდი და ღმერთმა და მთავარანგელოზებმა მისცენ მათ ეს მადლი, რომ ეს გააკეთონ",- განცხადა მეუფე სტეფანემ. ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, რომელიც წაჩხურუს ტაძარში წირვის აღსავლენად მივიდა, განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ.მეუფე სტეფანე მონასტრის ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან და ჩოხოსნებთან ერთად მივიდა.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)