|
2021-11-21 13:01:05, 1188 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენმა განაცხადა რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადითაც იყრის კენჭს
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, - ამის შესახებ, მოქმედმა პრეზიდენტმა "დემოკრატიული პარტიისთვის" გამართულ ფონდის შეგროვების ღონისძიებაზე განაცხადა. "მისგან მხოლოდ ის გავიგე, რომ ის კვლავ აპირებს კენჭისყრას", - განუცხადა The Washington Post-ს აშშ-ის პრეზიდენტის მეგობარმა, კონექტიკუტის ყოფილმა დემოკრატმა სენატორმა კრის დოდმა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბევრი დემოკრატი სკეპტიკურად უყურებს ბაიდენის მეორე ვადით წარდგენას. ეს გამოწვეულია პრეზიდენტის ასაკით (ამჟამად 79 წლისაა) და მისი რეიტინგის მუდმივი ვარდნით. ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ამერიკელებს შორის მისი მხარდაჭერა დაეცა ყველაზე დაბალ 41%-მდე. ბაიდენის პრეზიდენტობის პირველ ცხრა თვეში ბაიდენის მოწონების რეიტინგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს ნებისმიერ სხვა პრეზიდენტზე მეტად შემცირდა. - ციტირებს The Washington Post „როგორი იქნება მისი ჯანმრთელობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში? საკმარისია გადახედოთ ამერიკაში სიკვდილიანობის სტატისტიკას, რომ გაიგოთ რაზე ვსაუბრობ, ”- განუცხადა WP-ს ბაიდენის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სპონსორმა, ფლორიდაში მცხოვრებმა ადვოკატმა ჯონ მორგანმა. 19 ნოემბერს ჯო ბაიდენმა უფლებამოსილება გადასცა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს 85 წუთის განმავლობაში, სანამ მას რუტინული კოლონოსკოპია გაუკეთდა ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. The Hill აღნიშნავს, რომ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2019 წელს მსგავსი პროცედურის დროს უარი თქვა ანესთეზიაზე, რადგან არ სურდა უფლებამოსილების გადაცემა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)