16:20 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-20 16:37:39, 830 ნახვა

საზოგადოება
მახარაძის მუქარა- დავაორგანიზებთ ხალხს და დავიცავთ იმ ღირებულებებს, რომელიც ჩვენი იდენტობაა

ჰომოფობიურმა და პრორუსულმა "ალტ-ინფომ" პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა. 

დელეგატებმა პარტიის ხელმძღვანელი და მმართველობითი ორგანოები აირჩიეს. ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური ხედვების, საპროგრამო ამოცანების და სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.

პარტიის თავმჯდომარედ, 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა, ვასილ გვილია. პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს გიორგი ქარდავა.

ყრილობის დასრულების შემდეგ ზურაბ მახარაძემ რუსეთთან ურთიერთობაზე და 5 ივლისთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები კრემლშია და არა ვაშინგტონში.

„ჩვენი პრაგმატული ხედვაა, რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსეთის ფედერაციას. თუ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მივდივართ, ჩემთვის ეს საკმარისი საფუძველია ვთქვა, რომ არ ვწევრიანდები ნატოში და თუ რუსეთთან ვლაგდები აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, მაშინ რუსეთის უსაფრთხოების სივრცეში ინტეგრაციაზე თანახმა ვარ.

კონკრეტული კონტაქტებია და კონკრეტული ვიზიტები განხორციელდება უახლოეს პერიოდში და მარტივად გაიგებთ. სწორი ტონი არაა წინასწარი ანონსი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ბევრად მარტივად არის საქმე ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. თუ აქედან არის სტრატეგიული მზაობა საუბრის, დამიჯერეთ რომ იქიდანაც არის ამის მზაობა.“ - თქვა ზურაბ მახარაძემ.

ზურაბ მახარაძის თქმით, 5 ივლისის მოვლენების დროს ძალადობისკენ არ მოუწოდებია და იცავდა ღირებულებებს.

„თუ დაიწყებთ ეგეთის კეთებას, კონსერვატორული საზოგადოება ისევ გამოვა, დავაორგანიზებთ ხალხს და დავიცავთ იმ ღირებულებებს, რომელიც ჩვენი იდენტობაა. ჩემთვის პატივია ჩავჯდე ციხეში იმ ღირებულებების დაცვისთვის, რომელიც ჩემთვის ფუნდამენტია. სირცხვილიას ოფისში რაც მოხდა ეგ ხალხის მღელვარების ფონზე მოხდა.“ - განაცხადა მახარაძემ.

მახარაძემ ისაუბრა კანონში ცვლილებების საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია კანონი, რომელიც ქუჩაში დაარეგულირებს ქცევის წესებს.

„მისაღებია საკანონმდებლო აქტი. საკუთარი სექსუალური იდენტობის საჯარო დემონსტრაცია, მნიშვნელობა არ აქვს ჰომოსექსუალები იქნებიან, ჰეტეროსექსუალები.. საერთოდ ფეხებზე მკიდია. კაცები რომ გამოვიდნენ პლაკატებით ქალები როგორ უყვართ, ჩემთვის ეგეც ისეთივე ამორალური მსვლელობაა როგორც მაგათი.

მოდით ქუჩაში ქცევის წესები განვსაზღვროთ კანონით და აღარც ჩვენ მოგვიწევს თავზე ხელის აღება და საკუთარი ჯანმრთელობის და თავისუფლების ხარჯზე ღირებულებების დაცვა“ - განაცხადა მახარაძემ.

შპს „ალტ-ინფო“ 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“ 2019 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მიხედვით, ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან კონსტანტინე მორგოშია (თავმჯდომარე), ზურაბ მახარაძე (თავმჯდომარის მოადგილე), შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics