2021-11-20 16:12:06, 729 ნახვა
საზოგადოება
ხმაური სოფელ ზეღდულეთში - მოსახლეობა პროტესტის ნიშნად თხრილში ჩაწვა
გორის მუნიციპლიტეტის სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობა პროტესტის ნიშნად თხრილში ჩაწვა. სოფელში ხმაური და დაპირისპირება იყო.
ადგილობრივი მოსახლეობა 70 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისებას აპროტესტებენ.
მათი თქმით, უცხოეთის მოქალაქეზე გაყიდული ტერიტორია სოფლის საძოვარს წარმოადგენს და მეპატრონეს მისი დამუშავების უფლება არ აქვს.
ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,