17:10 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 17:25:53, 471 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე შშმ ბავშთა სარეაბილიტაციო ცენტრ „აისის“ საქმიანობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციისა და სარეაბილიტაციო ცენტრ „აისს“ ესტუმრა.

თბილისის მერმა სარეაბილიტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურა, ასევე, ბავშვთა რეაბილიტაციისთვის ადაპტირებული სივრცეები დაათვალიერა და ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა.

კახა კალაძე „აისის“ ბენეფიციარებსა და პერსონალს მაქსიმალურ მხარდაჭერასა და დახმარებას დაჰპირდა.

„დღეს ვიმყოფებით სოციალური ადაპტაციისა და რეაბილიტაციის ცენტრ „აისში“, სადაც 90 ბავშვია წარმოდგენილი. გავეცანით არსებულ მდგომარეობას, თუ რა პირობებში უწევთ მათ ყოველდღიურობის გატარება. ცენტრი საჭიროებს მხარდაჭერასა და თანადგომას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ჩართულია მხარდაჭერის პროგრამებში და საქველმოქმედო ღონისძიებებს ახორციელებს, გარკვეული თანადგომა მაინც საჭიროა ცენტრალური ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის მხრიდან.  რა თქმა უნდა, პირადად ჩემგანაც ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა მათი საჭიროებები იყოს უზრუნველყოფილი. ყოველმხრივ გვერდით დავუდგებით. ყველაზე კეთილები და კარგები არიან და ხელს შევუწყობთ, რომ თავიანთი შესაძლებლობები კიდევ უფრო გამოავლინონ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ცენტრში ასევე, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და გლდანის რაიონის გამგებელი  ლევან ნაროუშვილი იმყოფებოდნენ.

სარეაბილიტაციო ცენტრი „აისი“ კლინიკა „გიდმედის“ დირექტორის, გივი ჩიქობავას ძალისხმევით, 2001 წელს შეიქმნა. ცენტრის მიზანი საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია და მათი ცხოვრების ხარისხის ზრდის ხელშეწყობაა. ცენტრის ბენეფიციარები სხვადასხვა ინკლუზიური განათლების პროგრამაში არიან ჩართული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics