18:02 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 10:35:18, 652 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაციის სამუშაოებს აგრძელებს

ეროვნული  სატყეო სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაციის სამუშაოებს აგრძელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურის სატყეო უბანზე  სამუშაოები 81 000 ჰა ფართობზე მიმდინარეობს და  2022 წელს დასრულდება.

უწყების ცნობით, ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვისა და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვის საფუძველს წარმოადგენს და მისი სარევიზიო პერიოდი 10 წელია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტყის ინვენტარიზაცია  90 -ნი წლების შემდეგ არ განხორციელებულა. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან დაიწყო. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ განახლებულია ინფორმაცია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 361 433  ჰა ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის გეგმები მომავალი 10 წლიანი პერიოდისთვის.

ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოებს და ტყის მართვის გეგმების შემუშავებას მეტყევე სპეციალისტები, ე.წ. ტაქსატორები ახორციელებენ. უკვე მრავალი წელია, საქართველოში ტაქსატორების დეფიციტია.  სწორედ ამიტომ, 2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სპეციალური სტაჟირების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, 2019-2021 წლებში, გადამზადდა სატყეო განათლების მქონე 45 ახალგაზრდა, რომლებიც  ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics