18:02 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 20:22:07, 647 ნახვა

საზოგადოება
გამოქვეყნდა 600 დევნილი ოჯახის სია, რომლებსაც ზუგდიდში ბინები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში  ბინას  იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადასცემს.-ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. ამ ეტაპზე,  ზუგდიდში, დამატებით, დევნილთა საცხოვრებელი ორი ნგრევადი შენობა იხურება.

„დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ზუგდიდში ბინები გადაეცემათ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით 172 დევნილი  ოჯახი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში, უპირობოდ,  გადაეცემათ.

სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ზუგდიდში (თბილისის ქ.N1) 18, 19 და 20 ნოემბერს, 10:00 საათიდან  18:00 საათამდე გაიმართება.“ - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics