|
2021-11-16 14:29:10, 503 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი“ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვას იწყებს
„ლიბერთი არის სისტემური ბანკი, რომელიც დაახლოებით 1.6 მილიონ ადამიანს ემსახურება და ჩვენ 40 000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი გვენდობა. შესაბამისად, ჩვენ ვემსახურებით ადამიანებს პრაქტიკულად ყველა სეგმენტიდან."- ამის შესახებ ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა. მისი თქმით, სტრატეგიის წარდგენის შემდეგ ლიბერთიმ დაპირებისამებრ დაიწყო ახალი პროდუქტების შეთავაზება, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვას და მათთან ახალი ურთიერთობის დაწყებას შეუწყობს ხელს. ვასილ ხოდელმა აღნიშნა, რომ სერიით „ახალი" ლიბერთის პირველი პროდუქტი იქნება რეგიონში უნიკალური საკრედიტო ბარათი ყველაზე მაღალი ქეშბექით, რომელიც 18+ სეგმენტისთვის იქნება საინტერესო. „რამდენიმე თვეა, რაც წარვადგინეთ ჩვენი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" და ნებისმიერ ჩვენს ნაბიჯს ვუყურებთ, არის თუ არა ამ ღირებულებებთან თანხვედრაში - ეს არის ადამიანი, მის ბიზნესზე და საჭიროებებზე ზრუნვა. ჩვენ გვინდა ვიყოთ მარტივი, გასაგები, ხელმისაწვდომი, ახლის მაძიებელი და მზრუნველი. „ახალის" სერიით პირველი პროდუქტი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული საკრედიტო ბარათი და გამოცდილება ჩვენი მომხმარებლისთვის. ეს არის რეგიონში უნიკალური, ყველაზე მარტივი და გასაგები პროდუქტი. ყველაზე სარგებლიანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე ჭკვიანურად ხარჯავენ ფულს. სარგებლიანია, რადგან აქვს ყველაზე მაღალი ქეშბექი ",- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა. ლიბერთის ახალი ბარათის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)