|
2021-11-16 13:38:09, 1228 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მალე დადგება არჩევანი რუსულ გზასა და უკრაინის მხარდაჭერას შორის
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის. აღნიშნული განცხადება ბორის ჯონსონმა ლონდონის მერის ბანკეტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და უკრაინა–რუსეთს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა. „როდესაც ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ გვინდა, რუსეთის მოწინააღმდეგეები ვიყოთ, ან გვსურს სტრატეგიულად ალყაში მოვაქციოთ, ან ძირი გამოვუთხაროთ ამ დიდ ქვეყანას. არასდროს დაგვავიწყდეს, რომ სწორედ რუსულმა სისხლმა მოგვცა ნაციზმის დამარცხების საშუალება. ეს ხდება, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება დემოკრატიისადმი და თავისუფლებისადმი, რომელსაც ახლა იზიარებს ევროპული კონტინენტის დიდი მასა“, – აღნიშნულია ბორის ჯონსონის განცხადებაში. ცნობისთვის, 11 ნოემბერს გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ევროპას უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გეგმის შესახებ აფრთხილებდა. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა შესაძლო სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებული შეშფოთების მიზეზები ევროპელ კოლეგებს გააცნეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)