|
2021-11-13 11:17:44, 569 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა ქბრბ მიმართულებით უწყებათაშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა ქბრბ საფრთხეებზე რეაგირების კოლექტიური უნარების განვითარების სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათშორისი სწავლება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ორგანიზებით, 9 დღის განმავლობაში, ორ ეტაპად მიმდინარეობდა და მასში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ჩართული იყვნენ თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. „ტრენინგის პირველი ეტაპი თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის ბაზაზე, ხოლო მეორე ეტაპი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ქბრბ საფრთხეებთან ბრძოლის დანაყოფებისთვის ჩატარებულ სპეციალურ სწავლებაში მონაწილეობდა ყველა შესაბამისი უწყების 60-მდე წარმომადგენელი, მათ შორის 10 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი იყო. კოლექტიური უნარების წვრთნების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების უნარების და უწყებათშორისი თანამშრომლობის გაუმჯობესება. სწავლების დასრულების ცერემონია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზის ტერიტორიაზე გაიმართა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის უფროსმა ბერნარდ დობნერმა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკლ ბრედვიკმა ტრენინგის მონაწილეებს წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან (DTRA) მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში არაერთი სწავლება განხორციელდა, გარდა ამისა, დანაყოფის გაძლიერების მიზნით, სააგენტომ სამსახურს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირებისთვის სპეციალური ტექნიკა და თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა” , - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)