20:58 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 12:13:06, 746 ნახვა

საზოგადოება
წმინდა საყდრის დესპანი - სააკაშვილის ირგვლივ არაერთი ეჭვი გაჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით

თბილისში, წმიდა საყდრის სადესპანოში,  წმიდა საყდრის დესპანი, არქიეპისკოპოსი ჟოზე ა. ბეტანკური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის დედას, ქ-ნ გიული ალასანიას შეხვდა.

შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც ესწრებოდნენ.

როგორც სადესპანოს განცხადებაში აღნიშნული, დესპანმა გამოთქვა ინტერესი, რომ საააშვილის საკითხი, რომლის ირგვლივაც არაერთი ეჭვი გაჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, დადებითად უნდა გადაწყდეს.

"შეხვედრის დროს წმიდა საყდრის დესპანმა საქართველოში, პაპი ფრანცისკეს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, მოისმინა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. 

ქ-მა ალასანიამ ითხოვა ხელშეწყობა საკითხის ჰუმანიტარული ასპექტის მოგვარების საქმეში. წმიდა საყდრის დესპანმა კვლავაც დაადასტურა ქრისტიანული ტრადიციის, პაპი ფრანცისკესა და წმიდა საყდრის სწავლების ქვაკუთხედის – ადამიანური ღირსების ქრისტიანული პრინციპი, რომლის შესახებაც საუბარი იყო საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ა. წ. 4 ნოემბრის ღია წერილში.

წმიდა საყდრის დესპანმა გამოთქვა გულისწუხილი შექმნილი ვითარების გამო და გამოხატა თავისი ლოცვისმიერი თანადგომა და ქრისტიანული სიახლოვე. ამავე დროს, დესპანმა გამოთქვა ინტერესი, რომ აღნიშნული საკითხი, რომლის ირგვლივაც არაერთი ეჭვი გაჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, დადებითად გადაწყდეს. წმიდა საყდრის სადესპანო და კათოლიკური ეკლესია გულწრფელად უსურვებს ძვირფას ქართველ ერს მშვიდობასა და კეთილდღეობას". - წერია განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ 11 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვლის მორიგი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ კადრების გავრცელების მიზანია, აჩვენონ, თუ როგორ "მიაყენა სააკაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა" თანამშრომლებს და როგორ დააზიანა მან ტექნიკა. ხოლო ადვოკატების განცხადებით, კადრებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43 დღეა შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics