2021-11-10 20:40:37, 653 ნახვა
საზოგადოება
ძლიერი ქარის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა.- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სხვადასხვა მისამართზე დაზიანებულია სახურავები, სარეკლამო ბანერები. ასევე, წაქცეულია ხეები.
„თბილისის გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.“- ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,