17:01 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 19:57:50, 1197 ნახვა

სამართალი
პროკურორი - დღევანდელ პროცესზე და არა მარტო, სააკაშვილის ადვოკატებს დაჟინებული მცდელობა აქვთ ხელოვნური აჟიოტაჟი ატეხონ

"დღევანდელ პროცესზე, და არა მხოლოდ დღევანდელ პროცესზე, ადვოკატებს დაჟინებული მცდელობა აქვთ ხელოვნური აჟიოტაჟი ატეხონ, რომ თითქოს განგებ არ იმართება სხდომები ან თითქოს ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვისა-  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმის  პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს პროკურატურაში განუცხადა.

მისი თქმით, მათ დაცვის მხარეს შესთავაზეს ალტერნატივის სახით სხდომის დისტანციურად ჩატარება, რაზეც უარი მიიღეს.

"დღევანდელ პროცესზე, და არა მხოლოდ დღევანდელ პროცესზე, ადვოკატებს დაჟინებული მცდელობა აქვთ ხელოვნური აჟიოტაჟი ატეხონ, რომ თითქოს განგებ არ იმართება სხდომები ან თითქოს ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვისა...ალტერნატივის სახით შევთავაზეთ, მიგვეცა შესაძლებლობა, დისტანციურად ჩართულიყო პროცესზე. რომც მომხდარიყო ბადრაგირება და სასამართლოში მიეღო მონაწილეობა, მას ექნებოდა როგორც სასამართლოსთვის, ისე საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა. ტელევიზიით გადაიცემოდა დღევანდელი პროცესი. ანალოგიურია, ვიდეოტრანსლირება ხდება, სრული შესაძლებლობა ექნებოდა, უშუალოდ მიემართა სასამართლოსთვის, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია, მიემართა საზოგადოებისთვის. ეს შესაძლებლობა არსებობდა და შევთავაზეთ, მაგრამ გასაოცარი გახლავთ ის რომ, დაცვის მხარემ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, უარი განაცხადა"- განაცხადა პროკურორმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics