17:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 15:13:17, 1096 ნახვა

სამართალი
პროკურორმა სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის ან სხდომის ციხეში ჩატარების შუამდგომლობა დააყენა

საქართელოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა, რომ პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილების გამო, სხდომა ციხეში ჩატარდეს ან სააკაშვილი დისტანციურად ჩართონ.

პროცესზე შუამდგომლობა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა დააყენა.

სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან სასამართლო დარბაზში მოყვანის საკითხი უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აღნიშნეს, შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics