|
2021-11-08 15:41:03, 748 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები შემოვიდნენ
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდი - USS Mount Whitney (LCC 20) და საზღვაო ხომალდი - USS Porter (DDG 78) შემოვიდნენ. ხომალდების ეკიპაჟების წევრებს ბათუმის პორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი - რამაზ პაპიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ. აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდების ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას ნატოს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან პარტნიორს - საქართველოს შორის, ასევე, ადასტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას, აშშ-ის რეგიონული პარტნიორების სტაბილურობის უზრუნველყოფას, მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდას. საქართველოში საპორტო ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სხვადასხვა შეხვედრას გამართავენ, ასევე, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართება შავ ზღვაში, რაც ხელს შეუწყობს ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას. ხომალდები - USS Mount Whitney და USS Porter საზღვაო ოპერაციებს ამერიკის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში ახორციელებენ. მე-6 ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ნეაპოლში, ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს ახორციელებს. ოპერაციები ტარდება მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ ევროპასა და აფრიკაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. USS Mount Whitney (LCC 20) აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანი ხომალდია. "ბლუ რიჯის" კლასის სამეთაურო გემი აღჭურვილია ახლო მანძილის თავდაცვითი შეიარაღებით. აღნიშნული ხომალდი საქართველოს მეხუთედ სტუმრობს. მასზე წარმოდგენილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვაო დამრტყმელი და მხარდამჭერი ძალების მეთაურობა, რომელსაც ხელმძღვანელობს მე-6 ფლოტის უფროსი, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ეუჯინ ბლექი. USS Porter (DDG 78) კი აშშ-ის საზღვაო ძალების "არლი ბურკის" კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია, რომელსაც შეუძლია წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საომარი მოქმედებების და ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარება. ხომალდი საქართველოს მეოთხედ ეწვია.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)