2021-11-08 11:47:01, 858 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 10 ნოემბრიდან ამინდი გაუარესდება – მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდი და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. მთაში მოსალოდნელია მცირე თოვლი.
მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში 10 ნოემბრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ტემპერატურა +4, +18 გრადუსამდე დაეცემა.
თბილისში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ტემპერატურა +4, +14 გრადუსი იქნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,