06:28 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-07 22:38:18, 727 ნახვა

პოლიტიკა
უცნობს უნდა, ველოსიპედის ძეგლს ერთი რული მოხსნან

გია გაჩეჩილაძემ, ე.წ. უცნობმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ველოსიპედის ძეგლი დაიწუნა და გამოვიდა იდეით, რომ ერთი საჭე მოხსნან. მისი აზრით, ეს ველოსიპედი ენმ-ს სიმბოლოა, რადგან ორივე მხრიდან საჭე აქვს და ვერსად მიდის.

"ხომ იცით, სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზუსტად გამოხატავს ეს ველოსიპედი მათ მმართველობას და მათი მმართველობის სიმბოლოა. მე გთხოვთ, ისევე, როგორც წინაზე გთხოვეთ ღირსების დღის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაშიც თუ ველოსიპედს არ გავიტანთ აქედან, ერთი რული მაინც მოხსენით თქვე მამაცხონებულებო, რომ წინ მაინც წავიდეთ, წინ. ერთი რული მოვხსნათ იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიმბოლოებს, ძალიან დიდი", — განაცხადა მან.

მანამდე გაჩეჩილაძემ კიდევ ერთი სიმბოლო, სააკაშვილის მხარდასაჭერად შექმნილი დროშა FREE მიშა (თავისუფლება მიშას) გააკრიტიკა. მოშიმშილე პრეზიდენტზე საუბრისას, მან ირონიულად აღნიშნა, რომ ეს წარწერა პერპენდიკულარულად იკითხება, როგორც "ფრი მშია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics