23:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-07 13:45:18, 868 ნახვა

საზოგადოება
მეუფე სტეფანე - ღმერთმა მოგვცა ძალა, რათა ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე სალხინოს მამათა მონასტერში ქადაგებისას ეპარქიიდან განდევნილ სასულიერო პირების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მონასტერი განდგომილებისგან გაათავისუფლა, რისი ძალაც ღმერთმა მისცა.

"ღვთის წყალობით, ჩვენ დღეს აღვასრულეთ წირვა სალხინოს წმინდა მონასტერში, რომელიც გათავისუფლდა განდგომილებისგან და ეს უნდა იყოს ყველასთვის დიდი გაფრთხილება, რომ უფალი თავის ეკლესიას არავის არ მისცემს და არ ჩააბარებს თვითნებობისთვის და თავისი ინტერესების გატარებისთვის. ღმერთმა მოგვცა ძალა, რათა ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი.

დღეიდან უკვე აქ მსახურება აღესრულება ისე, როგორც შეეფერება ამ მონასტერს და ხვალიდან გაგრძელდება ჩვეულებრივი ცხოვრება, როგორიც აქ უნდა იყოს. ყველაფერი შესრულდება ეკლესიის კანონით და წესით და ეს არის გაფრთხილება ყველა იმათთვის, ვინც ცდილობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დანაწევრებას და ცდილობს საქართველოს ეკლესიაში ვითომდა წესრიგის დამყარების სიტყვებით არეულობა შემოიტანოს.

ვხედავთ, რა მძიმე ვითარება იყო ჭყონდიდის ეპარქიაში და ნელ-ნელა ეს მდგომარეობა მიილია და ცოტა ხანში, ჭყონდიდის ეპარქია იქნება ყოველგვარი განგომილებისა და უაზრო ქცევების გარეშე ემსახურება უფალს".- თქვა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

დღევანდელ წირვას სალხინოს მრევლი არ ესწრებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics