17:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-07 13:07:22, 838 ნახვა

სამართალი
სააკაშვილის ადვოკატი - რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს

რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს, არა მხოლოდ პაციენტის უფლებების შესახებ კანონი, არამედ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული,- ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს თუ როგორ იღებს საკვებს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ბექა ბასილაიამ ტელეკომპანია „მთავართან“ აღნიშნა, მათ თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება.

„რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს, არა მხოლოდ პაციენტის უფლებების შესახებ კანონი, არა მხოლოდ პატიმრობის კოდექსი, მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. მათ თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება. პროპაგანდისტული მიზნით გამოიყენო ადამიანის პერსონალური მონაცემები და გაავრცელო კადრები იმისთვის, რომ მოახდინო მოშიმშილე პატიმრის დისკრედიტაცია - ეს დანაშაულია.

რეალურად, 30 ოქტომბრის შემდეგ, ვინაიდან მედიკამენტების მიღება დამატებით საფრთხეს უქმნიდა მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მოხდა ამ საშუალებების გამოყენება სასიცოცხლო ფუნქციების მინიმალურ დონეზე შესანარჩუნებლად. ეს არის სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, როგორც სამკურნალო პრეპარატი და არა როგორც საკვები საშუალება.“- ამბობს ბასილაია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics