03:10 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 21:24:57, 661 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ხელისუფლებამ რეალურად დაგვიანონსა მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა

დღეს, რაც დამატებით იკადრა ხელისუფლებამ, რეჟიმმა, ივანიშვილმა, კალაძემ, კობახიძემ, ღარიბაშვილმა და სხვებმა, რეალურად დაგვიანონსეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, გაცხადებული მკვლელობა, ესეც ცხადზე უცხადესია.-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ,რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია,რადგან ისინი არ არიან საზოგადოების უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი.
მან ასევე განმარტა,რომ სანამ გამარჯვებას არ მოიპოვებენ " სახლში შესვლა არ იქნება".

„პირველ რიგში მადლობა ყველას ვინც აქ მოვიდა,დღეს არ ვაპირებ ბევრ საუბარს, მაგრამ შეიძლებლია არ ვისაუბრერო იმაზე, როცა ხელისუფლება ძალადობას ასაღებს არჩევნებად, როცა ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ასაღებს მართლმსაჯულებად, როდესაც ხელისუფლება პოლიტიკურ პოლიციას გისაღებს ხალხზე მზრუნველ პოლიციად, როდესაც პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას ხელისუფლება გისაღებს დიეტად, როდესაც კორუფციაში იხრჩობა ხელისუფლება, მოსახლეობა ღარიბდება, როდესაც დაგცინიან და გეუბნებიან, რომ არჩვენებს აღარ ჩაატარებენ არასოდეს და გეუბნებიან, რომ მუდმივად ისინი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, არადა ვითარება, განწყობა საზოგადოებაში რბილად რომ ვთქვათ, განსხვავებულია, დღეს ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც უმცირესობის მხარდაჭერით არის მოკალათებული იქ, სადაც არ უნდა იყვნენ. მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია, ისინი არ არიან საზოგადოების უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი. ეს არის ცხადზე უცხადესი და წერტილი უნდა დავუსვათ, ამაზე საუბარი აღარ უნდა იყოს.

დღეს, რაც დამატებით იკადრა ხელისუფლებამ, რეჟიმმა, ივანიშვილმა, კალაძემ, კობახიძემ, ღარიბაშვილმა და სხვებმა, რეალურად დაგვიანონსეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, გაცხადებული მკვლელობა, ესეც ცხადზე უცხადესია. ჩვენ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რისთვის მიიტანა საკუთარი ჯანმრთელბა და სიცოცხლე სამხვერპლოზე მიხეილ სააკაშილმა და რისთვის ვიბრძვით ჩვენ. ვიბრძვით იმისთვის, რომ მიტაცებული სახელმწიფო უკან დავიბრუნოთ და აუცილებლად დავიბრუნებთ. ქალაქ-ქალაქ ვიარე და განგებ ვდებდი ფიცს, რომ საქართველოს ძალიან ბევრ ათას მოქალაქესთან ერთად აუცილებლად გამარჯვებულები შევალთ სახლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლებში შესვლა აღარ იქნება. დასრულებულია, ეს საკითხი არის გადაწყვეტილი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი“, - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics