23:40 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 10:21:02, 543 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე - მე-18 დაწესებულებაში თუ მოხდება სააკაშვილის გადაყვანა, ბუნებრივია, მისი უსაფრთხოება იქნება დაცული

„კონსილიუმის არცერთ დასკვნაში არ ყოფილა საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია და, მით უმეტეს, სამოქალაქო კლინიკაში – ეს ტერმინი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

„მე-18 დაწესებულებაში თუ მოხდება მისი გადაყვანა, და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება მისი ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, მისი უსაფრთხოება იქნება დაცული. ამისთვის ყველა საჭირო ზომა არის გატარებული. ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოსდა იქ იგეგმებოდა ბუნტის მოწყობა და შემდგომში მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია – ამასთან დაკავშირებით სთხოვა მას იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, რომ მოსულიყო და მოეწოდებინა ინფორმაცია, თუმცა, მან ეს არ გააკეთა. ასევე, შემდგომში ვიხილეთ, რომ საუბარი იყო თითქოსდა გორის სამხედრო ჰოსპიტალზე და თითქოსდა ოსურ დაჯგუფებას უნდა გაეტაცებინა – ერთხელ და სამუდამოდ ამ ზღაპრებს უნდა შეეშვას ეს ხალხი.  ყოველდღე ვრცელდება მსგავსი სახის ტყუილები. გავრცელდება ტყუილი – მუდამ ვპასუხობთ საზოგადოებას სიმართლით. ჩვენ მათ კი არ ვპასუხობთ, ჩვენ ძვირფას საზოგადოებას ვპასუხობთ, ეს ადამიანები დაიღალნენ... აქვე გეტყვით, როდესაც ვინმე ბედავს და წამებაზე საუბრობს; თვითონ პირიქით ხომ არ ახორციელებენ მორალურ ტერორს და იქით ხომ არ აიძულებენ პატიმარ სააკაშვილს, რომ შიმშილობა არ შეეწყვიტა?! როდესაც ღია ეთერებში მოუწოდებენ, რომ არ გაბედოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ის, როგორც პოლიტიკოსი, განადგურებული იქნება... დაასრულონ ერთხელ და სამუდამოდ ამ პატიმრის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. ისინი თავად ძალადობენ პატიმარ სააკაშვილზე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics