04:14 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 18:13:16, 869 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - 6 ნოემბერს ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან 17:00 საათზე და ეს აქცია იქნება პერმანენტული

ხვალ ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან 17:00 საათზე და ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი, მაგრამ ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით და იქნება მზარდი - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე ისაუბრა. 

მისი თქმით, აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშილს სამოქალაქო ციხეში არ გადაიყვანენ.

"ხვალ ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან 17:00 საათზე და ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი, მაგრამ ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით და იქნება მზარდი. დრო და დრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ქალაქიდან, რეგიონიდან და სოფლიდან და იქ ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ, ხვალ, 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს, რომელსაც შემოუერთდება მთელი საქართველო უახლოეს პერიოდში, დამატებითი გეგმის კომპონენტებთან დაკავშირებით დამატებით ვისაუბრებთ, რადგან წინასწარ არ გვაქვს სურვილი, ბიძინა ივანიშვილის დამნაშავის ხელისუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ, მაგრამ ხვალ, 17:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავში და არ ვიშლებით. პარალელურად შემოგვიერთდება მთელი საქართველო და არ ვიშლებით, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში." - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics