|
2021-11-05 12:59:05, 499 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტები მიმდინარე კვლევებს გაეცნენ
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტები მიმდინარე კვლევებს გაეცნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიაში სტუმრობის ფარგლებში, სტუდენტები სურსათის კვლევის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისა და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტებში სამუშაო პროცესს გაეცნენ. „სტუდენტებმა მიმდინარე კვლევების შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ მეორე სტუდენტურ კონფერენციაში „საქართველოში ინვაზიური მავნებლების მონიტორინგი და მართვის თანამედროვე მიდგომები“ მონაწილეობას 5 ქართული უნივერსიტეტის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სტუდენტთა ჯგუფი და აკადემიური პერსონალი იღებს. ღონისძიების მხარდამჭერი სურსათის ეროვნული სააგენტოა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ, რითაც პროფესიული განათლების გაძლიერებას უწყობს ხელს. ლაბორატორიაში, პერსონალისა და ვიზიტორების უსაფრთხოებისათვის, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს; სრულად ხდება პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციების დაცვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)