06:47 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 12:38:44, 715 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: კუჭავას მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა – თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ პროტესტის გამწვავებაზე

ეს კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კახა კუჭავასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი მოინახულა.

„კახა კუჭავას, რა თქმა უნდა, გავაცანი მოთხოვნები, თუმცა, მისი მთავარი მიზანი მოსვლის იყო ადამიანურად მოკითხვა და შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ ეს მაინც კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი რჩება, ამ თემის გადაჭრაზე და გამოსავალზე საუბარი ჩვენ არ გვქონდა, პასუხებიც არ იყო, მაგრამ ეს იყო ადამიანურად მონახულება,"- განაცხადა ხოშტარიამ.

მისი  თქმით, თუ  მის შიმშილობას რეაგირება არ ექნაბა და ექსპრეზიდენტს  კლინიკაში არ გადაიყვანენ  პროტესტის ფორმას კიდევ უფრო გაამწვავებს.

"რაღაც დროის შემდეგ, თუ არ იქნება რეაგირება, მე ვფიქრობ ამ პროტესტის გამწვავებაზე. ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ არის ფორმები, რომლებზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება. როდესაც გადავწყვეტ, მაშინ გეტყვით. ეს არ არის თამაში, ეს არ არის ხუმრობა, ეს არ არის პოლიტიკური პოზიორობა, ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს. მე გუშინ გვიანობამდე მქონდა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილის ექიმებთან და სიტუაცია მძიმდება პრაქტიკულად ყოველდღიურად". - თქვა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics