00:41 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 11:15:05, 397 ნახვა

საზოგადოება
5 ნოემბერს კრწანისის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება

5 ნოემბერს, 13.00 საათზე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ორგანიზებით აკადემიის კურსდამთავრებულებისა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმის პარტნიორია კრწანისის რაიონის გამგეობა და HR პროფესიონალთა ასოციაცია.

ფორუმზე მოწვეული იქნებიან აკადემიის სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულები სხვადასხვა მიმართულებებიდან, როგორიცაა საექთნო საქმე, ფარმაცია, სკოლამდელი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვა, კომპიუტერული ქსელები და სისტემები, ფინანსები, დისტრიბუქცია სავაჭრო ობიექტებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა და ა.შ.

ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ კერძო კომპანიების წარმოდგენილ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს, ადგილზევე გაესაუბრონ უშუალოდ პოტენციურ დამსაქმებელს და დაინტერესების შემთხვევაში გაუზიარონ პირადი ინფორმაცია. დამსაქმებლები კი კომპანიის არსებულ ვაკანსიებს შესთავაზებენ აკადემიის კურსდამთავრებულებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

დასაქმების ფორუმში წარმოდგენილი იქნებიან ისეთი კერძო კომპანიები როგორიცაა: პსპ ფარმა; Greenway Logistic; ბუღალტერთა კავშირი; შპს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი; სს „ნიკორა ტრეიდი“; ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“; შპს „სამედიცინო ცენტრი ციტო“; სს „გეფა“; მეიჯერელი; გორგია; სს ევექსი კლინიკები; HR Center; სს „გუდვილი“; Carrefour Georgia; შპს ოდისეა; ნიუ ჰოსპიტალი; შპს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა და სხვა კომპანიები.

დასაქმების ფორუმის ხანგრძლივობა 3 საათია და 13.00 საათიდან 16.00 საათამდე გაგრძელდება.

მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22 (საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის შენობა).





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics