04:14 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-04 18:49:22, 760 ნახვა

პოლიტიკა
გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტს დახმარებისთვის მიმართავს - „შვილს თვალწინ მიკლავენ“

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის დახმარებისთვის მიმართავს. 

ვიდეომიმართვაში, რომელიც ექსპრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, გიული ალასანია აღნიშნავს, რომ მისი შვილი რაიმე გზებით უკრაინაში უნდა გადაიყვანონ, რათა შესაბამისი მკურნალობის მიღება შეძლოს. 

"მე მიხეილ სააკაშვილის დედა ვარ. სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვართ. ჩემს შვილს თვალწინ მიკლავენ.

მინდა მივმართო ბატონ ზელენსკის, რომელიც არაერთხელ და ადრეც დაგვხმარებია, მაგრამ ახლა ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მისი მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენ როგორმე უნდა მოვაწყოთ მიხეილის გადმოყვანა აქ, უკრაინაში, რათა მან შეძლოს შესაბამისი მკურნალობის, შესაბამისი მზრუნველობის მიღება და შეძლოს, რამენაირად გადარჩეს.

მას შიმშილობის 35-ე დღე აქვს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? შესაძლოა ნებისმიერი რამ მოხდეს ნებისმიერ მომენტში. მაგრამ ეს არავის ადარდებს.

ერთადერთი რასაც მას სთავაზობენ - ციხის კლინიკაა, სადაც არ არიან შესაბამისი სპეციალისტები, სადაც არაა არანაირი პირობა ასეთი პაციენტების მკურნალობისთვის.

მე თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველა თქვენგანის - უკრაინის ხალხის, დეპუტატების. და მე მივმართავ უკრაინის მთავრობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის", - ამბობს გიული ალასანია.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics