05:03 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-04 16:45:59, 692 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ვაგრძელებ შიმშილობას, პროტესტის ეს ფორმა მშვიდობიანია, არ ვაპირებ ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას

მინდა ვთქვა „ქართული ოცნების“ გასაგებად, არ ვაპირებ არც სხდომების, კომიტეტების ან ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდრმა, ელენე ხოშტარიამ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც მან გუშინ შიმშილობა გამოაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ის გააგრძელებს შიმშილობას მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და არ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარანტიები.

„აბსოლუტურად მშვიდად ვაგრძელებ პროტესტს. ერთი რამ მინდა, ვთქვა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ გასაგებად, მე ვარ პარლამენტში, ეს პროტესტის ფორმა არის აბსოლუტურად მშვიდობიანი. არ ვაპირებ არც სხდომების, კომიტეტების ან ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას. არა იმიტომ, რომ ეს არ მიქნია არასდროს, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, მშვიდობიანი პროტესტის ფორმა არის მნიშვნელოვანი და არავის ვეჯინები.

კონტაქტი არავის ჰქონია უმრავლესობიდან, ოპოზიციური პარტიები ყველანი კონტაქტზე არიან. დღეს შემეხმიანა ამერიკის საელჩო, გავაცანი ჩემი მოთხოვნები. ხან „ლელოში“ ვიქნები, ხან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში. შეთავაზებები ბევრი ფრაქციიდან მაქვს, მაგრამ პარლამენტიდან ფეხს არ გავადგამ. მოვისმინე, რომ რამდენიმე ადამიანი გეგმავს, შემომიერთდეს, ერთია ირაკლი გოგუაძე, რომელმაც დაწერა. არავითარი სურვილი და მოლოდინი არ მაქვს, სხვებმაც მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. ეს არის არასასურველი ფორმა, მათ შორის ჩემთვისაც. არ არის სასურველი, ადამიანებმა ეს გადაწყვეტილება მიიღონ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics