05:03 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 20:20:10, 973 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ხერხეულიძე - ელენეს აქვს დეპუტატის უფლებამოსილება და ვერ გაიყვანთ შენობიდან, თუ შეეცდებით კიდევ უფრო მეტ ფასს გადაიხდით

ელენეს აქვს დეპუტატის უფლებამოსილება, ამიტომ ვერ გაიყვანთ შენობიდან. თუ ამას შეეცდებით კიდევ უფრო მეტ ფასს გადაიხდით, რომ დეპუტატი ოთახში შიმშილობს. თუ შეეცდებით გაყვანას, მოჰყვება რეაქცია, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა. -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე, პარტია "დროს" ლიდერს ელენე ხოშტარიას შიმშილობასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით,  ელენეს შეუერთდნენ სხვა ადამიანებიც მათ შორის შესაძლო მისი კოლეგები.

,,ელენეს ნაბიჯი არის მამაცური მოქმედება როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქის. ვუცხადებ სოლიდარობას და მომწონს ბრძოლის ეს ფორმა. თუ მკითხავთ რატომ არ ვუერთდები ამ აქტს, გეტყვით, რომ მაქვს კონკრეტული საქმეები, რომელიც ვერავის გადაბარდება და ყველას ჩვენი როლი გვაქვს ამ ბრძოლაში. შესაძლებელია ელენეს შეუერთდნენ სხვა ადამიანებიც, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი იყვნენ ჩვენი კოლეგებიც, თუმცა არ ვხედავ ამის აუცილებლობას.

ელენეს, როგორც ერთი ინდივდის ბრძოლა არის მისასალმებელი და დასაფასებელი. სწორედ ასეთი მოქმედებებით ყველანაირი გზა უნდა მოვძებნოთ, რომ დასრულდეს ეს რეჟიმი. ამ საკანონმდებლო ორგანომ დაკარგა თავისი ფუნქცია. მინდა შევახსენო თანამშრომლებს, რომლებიც ფიქრობენ როგორ გაიყვანონ ელენე აქედან, ელენეს აქვს დეპუტატის უფლებამოსილება, ამიტომ ვერ გაიყვანთ შენობიდან. თუ ამას შეეცდებით კიდევ უფრო მეტ ფასს გადაიხდით, რომ დეპუტატი ოთახში შიმშილობს. თუ შეეცდებით გაყვანას, მოჰყვება რეაქცია, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა”, - განაცხადა ხერხეულიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics